- დღე საშინაო დავალების განხილვით დავიწყეთ.გავაკეთე გარკვეული შესწორებები. შეფასების რუბრიკები მქონდა დასამთავრებელი. შევავსე კოლაბორაციული შეფასების რუბრიკა და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
- შემდეგ გადავედით დრაივში მუშაობაზე, წინა ტრენინგზე შექმნილი საქაღალდის გარდა შევქმენით სხვა საქაღალდეებიც და მოვამზადეთ მზა და დასრულებული დოკუმენტების შესატანად.ჯერ მხოლოდ შეფასებების საქაღალდეში შევიტანე დოკუმენტი, ვისწავლე დრაივში დოკუმენტის თემისა და დიზაინის შეცვლა.
- ვისწავლე "დესკტოპიდან" და ელფოსტიდან დოკუმენტების გაგზავნა დრაივის საქაღალდეებში.
- შემდეგ განვიხილეთ სახელმძღვანელოს მესამე მოდული_კავშირები. ანუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები, სოც ქსელები, შეიძლება ჩავატაროთ ვიდეო კომენტარი და კლასში განვიხილო ეს საკითხი. ვისაუბრეთ ინფორმაციის მოპოვებისას თუ რა მნიშვნელობა აქვს საავტორო უფლებებს და როგორ მივხვდეთ დაცულია თუ არა ინფორმაცია და პროექტის ბოლო გვერდზე აუცილებლად მივუთითოთ ინფორმაციის წყარო
- განვიხილეთ სახელმძღვანელოს მეოთხე მოდული და მივიღეთ საშინაო დავალება:
1.მოსწავლის ნიმუშის ჩექლისტის შექმნა
2. პრეზენტაციის მომზადება_მოსწავლის ნიმუში
3. თუ რაიმე დოკუმენტი დაგვრჩა დაუსრულებელი, მოვაწესრიგოთ.
пятница, 27 февраля 2015 г.
დღე მეშვიდე
დღე მეექვსე
- ტრენინგის მეექვსე დღე დაიწყო დავალებების განხილვით.
- შემდეგ განვიხილეთ მეხუთე მოდული, რომელიც მოსწავლეთა პრეზენტაციის შეფასებებს შეეხებოდა. ამ მოდულის საშუალებით გავიგე თუ როგორ გამოვიყენო შეფასების რუბრიკები და ქულების მინიჭების სქემები მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის. თუ შეფასების სქემა სწორად იქნება შექმნილი მოსწავლეები უფრო აქტიურად იქნებიან ჩართულნი შეფასების პროცესში, რაც სწავლის შედეგზე დადებით გავლენას მოახდენს.
- განვიხილეთ და ვისწავლე google drive-ში მუშაობა, რომელიც არის ელექტრონული ინფორმაციის საცავი.
- ვისწავლე შეფასების ფორმის ვიცი,მინდა ვიცოდე, ვისწავლეს ელექტრონული ფორმის შექმნა. ეს მოსახერხებელია იმისათვის რომ დავაკვირდე მეტი მოსწავლის ნაშრომს და გავიგო რა ისწავლეს მათ.
- მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმების შექმნა.
- დავალება: ტრენერის ბლოგიდან უნდა გადმოვიწერო პრეზენტაციის და კოლაბორაციული შეფასების რუბრიკების ნიმუშები. მოვახდინო ადაპტირება ჩემი პროექტისათვის და შევქმნა ახალი ფორმა. შემიძლია მოვახდინო აღნიშნულ ფორმაში რედაქტირება და შევცვალო მახასიათებლები
воскресенье, 22 февраля 2015 г.
დღე მეხუთე
- ტრენინგის მეხუთე დღე საშინაო დავალების შემოწმებით დავიწყეთ, მეოთხე დღის რეფლექსია უნდა დაგვეწერა, ბატონმა გიორგიმ დავალებების უმრავლესობა უარყოფითად შეაფასა ინფორმაციის სიმცირის გამო, და კიდევ ერთხელ აგვიხსნა თუ როგორ უნდა დავწეროთ რეფლექსია,
- შევეცდები იგივე შეცდომა აღარ დავუშვა და სრულყოფილი რეფლექსია დავწერო, დავალების შემოწმების შემდეგ გავეცანით თუ როგორ ხდება ბლოგში ახალი სტატიის შექმნა, რომელიც ყოველთვის ჩანს მთავარ გვერდზე, ასევე ვისწავლეთ ახალი გვერდის შექმნა, რომლის ნახვა შეგვიძლია მთავარი მენიუს გვერდით არსებულ რუბრიკებში ანუ ეს გვერდები არ არის გამოტანილი მთავარ გვერდზე ვისწავლეთ ასევე ინფორმაციის და სურათების გადმოწერა როგორ ხდება Google- დან, ჯერ ვინახავთ ,,დესქტოპზე", აუცილებლად ვარქმევთ სახელს და შემდეგ გადაგვაქვს სასურველ ადგილას,
- ვიმუშავეთ ბუკლეტების შექმნაზე, ჩამოვტვირთეთ სურათები და გავაფორმეთ ბუკლეტები თემის შესაბამისად
- შემდეგ გავეცანით "power point"-ში მუშაობის პრინციპებს: როგორ უნდა შევქმნათ "სლაიდები", ტექსტის ზომა რომ არ უნდა იყოს 18-ზე ნაკლები, 10 სლაიდზე მეტი რომ არაა სასურველი, რა დროს უნდა გამოვიყენოთ კლავიატურის F5 და Esc კლავიშები.
- მივიღეთ დავალება: 1) ბუკლეტების შექმნა უნდა დავასრულოთ, 2) პროექტის პრეზენტაცია სლაიდებით. 3) რეფლექსია მეხუთე დღის, 4) პროექტის შაბლონში შეფასების კრიტერიუმები გადავიტანოთ.
воскресенье, 15 февраля 2015 г.
დღე მეოთხე
- წარმოვადგინე ჩემი დავალება: პროექტის ძირითადი საკვანძო- ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები
- ვისწავლე ბლოგის სახელის შეცვლა. ბლოგებზე განთავსებული პოსტების კომენტარების გაკეთება. მონაწილეებმა ერთმანეთის პოსტებს გავუკეთეთ კომენტარები
- გავეცანი მეორე მოდულის მე-3 და მე-4 აქტივობას, სადაც მოცემულია შეფასების სხვადასხვა მეთოდები. შევარჩიე ჩემი პროექტისათვის გამოსაყენებელი მეთოდები.
გავაანალიზოთ მეორე მოდულის მესამე და მეოთხე აქტივობები და პროექტის გეგმის შაბლონში შევავსოთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები, შეფასების გეგმა.
დავფიქრდეთ იმ მეთოდებზე, რომლებსაც გამოვიყენებთ ჩვენს პროექტებში.
пятница, 13 февраля 2015 г.
დღე მესამე
- განვიხილეთ საშინაო დავალება- გავეცანით მონაწილეების ბროშურებს
- განვიხილეთ ბლოგის ინსტრუმენტები:ვისწავლე ბლოგში ტექსტის, ფონის ფერის შეცვლა,დიზაინის შეცვლა.რასაც შემდეგ სურვილისამებრ შევცვლი.
- ვისწავლე პოსტის გამოქვეყნება ბლოგზე
- გავეცანი სახელმძღვანელოს მეორე მოდულის მეორე აქტივობას
- ჯგუფებში შევიმუშავეთ პროექტის ნიმუშის ზოგადი,შინაარსობრივი და თემატური კითხვები
- ჩემი პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები: ზოგადი კითხვები:
- რა გამოარკვიეს მეცნიერებმა: ბუნებაში არსებული ურთიერთქმედებების ტიპები ბევრია?
- რა იქნებოდა ხახუნის ძალის გარეშე?
- ხახუნის ძალა ყოფა- ცხოვრებაში გვეხმარება თუ ხელს გვიშლის?
- რატომ არ ინგრევა მთები?
- ხეებზე თოვლი შეიძლება რამდენიმე დღე შემორჩეს. მიზეზი?
შინაარსობრივი კითხვები:
1. რამდენ ხახუნის ძალას განასხვავებენ?
2. ჩამოთვალეთ ხახუნის ძალის სახეები ზრდის მიხედვით.
3. ჰორიზონტალურად მოძრავი სხეულის მასის გაზრდით იცვლება თუ არა სრიალის ხახუნის ძალა?
4. რაში გვეხმარება უძრაობის ხახუნის ძალა?
5. მიწაზე სიარული არ გვიჭირს, ყინულზე კი გვიჭირს, რატომ?
6. რისი ტოლია უძრაობის ხახუნის ძალის მაქსიმალური მნიშვნელობა?
7. მიწით დაფარული გორაკიდან მანქანით ჩამოსვლისას ხახუნის ძალის გაზრდა სასარგებლოა თუ საზიანო?
8. ზამთარში როცა გზები მოყინულია, ავტომობილის ბორბლებზე სპეციალურ ჯაჭვებს ახვევენ. რატომ?
4. რაში გვეხმარება უძრაობის ხახუნის ძალა?
5. მიწაზე სიარული არ გვიჭირს, ყინულზე კი გვიჭირს, რატომ?
6. რისი ტოლია უძრაობის ხახუნის ძალის მაქსიმალური მნიშვნელობა?
7. მიწით დაფარული გორაკიდან მანქანით ჩამოსვლისას ხახუნის ძალის გაზრდა სასარგებლოა თუ საზიანო?
8. ზამთარში როცა გზები მოყინულია, ავტომობილის ბორბლებზე სპეციალურ ჯაჭვებს ახვევენ. რატომ?
დღე მეორე
- გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს, შევარჩიეთ პროექტის თემა,დავიწყეთ შაბლონის შევსება.
- შევქმენი ბლოგი
დღე პირველი
- მოხდა ტრენერთან ურთიერთგაცნობა
- გავეცანით პროექტებით სწავლების სახელმძღვანელოს
- ჯგუფებში გავეცანით პროექტების გეგმებს, შემდეგ თითოეულმა ჯგუფმა მოახდინა თავისი გეგმის პრეზენტაცია
- შევედით ჩვენს ელ.ფოსტებში
Подписаться на:
Сообщения (Atom)