пятница, 27 февраля 2015 г.

დღე მეექვსე


  • ტრენინგის მეექვსე დღე დაიწყო დავალებების განხილვით. 
  • შემდეგ განვიხილეთ მეხუთე მოდული, რომელიც მოსწავლეთა პრეზენტაციის შეფასებებს შეეხებოდა. ამ მოდულის საშუალებით გავიგე თუ როგორ გამოვიყენო შეფასების რუბრიკები და ქულების მინიჭების სქემები მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის. თუ შეფასების სქემა სწორად იქნება შექმნილი მოსწავლეები უფრო აქტიურად იქნებიან ჩართულნი შეფასების პროცესში, რაც სწავლის შედეგზე დადებით გავლენას მოახდენს.
  • განვიხილეთ და ვისწავლე google drive-ში მუშაობა, რომელიც არის ელექტრონული ინფორმაციის საცავი.
  • ვისწავლე შეფასების ფორმის ვიცი,მინდა ვიცოდე, ვისწავლეს ელექტრონული ფორმის შექმნა. ეს მოსახერხებელია იმისათვის რომ  დავაკვირდე მეტი მოსწავლის ნაშრომს და გავიგო რა ისწავლეს მათ.
  • მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმების შექმნა.
  •  დავალება: ტრენერის ბლოგიდან უნდა გადმოვიწერო  პრეზენტაციის და კოლაბორაციული შეფასების რუბრიკების ნიმუშები. მოვახდინო ადაპტირება ჩემი პროექტისათვის და შევქმნა ახალი ფორმა. შემიძლია მოვახდინო აღნიშნულ  ფორმაში რედაქტირება და შევცვალო მახასიათებლები

Комментариев нет:

Отправить комментарий