- ტრენინგის მეხუთე დღე საშინაო დავალების შემოწმებით დავიწყეთ, მეოთხე დღის რეფლექსია უნდა დაგვეწერა, ბატონმა გიორგიმ დავალებების უმრავლესობა უარყოფითად შეაფასა ინფორმაციის სიმცირის გამო, და კიდევ ერთხელ აგვიხსნა თუ როგორ უნდა დავწეროთ რეფლექსია,
- შევეცდები იგივე შეცდომა აღარ დავუშვა და სრულყოფილი რეფლექსია დავწერო, დავალების შემოწმების შემდეგ გავეცანით თუ როგორ ხდება ბლოგში ახალი სტატიის შექმნა, რომელიც ყოველთვის ჩანს მთავარ გვერდზე, ასევე ვისწავლეთ ახალი გვერდის შექმნა, რომლის ნახვა შეგვიძლია მთავარი მენიუს გვერდით არსებულ რუბრიკებში ანუ ეს გვერდები არ არის გამოტანილი მთავარ გვერდზე ვისწავლეთ ასევე ინფორმაციის და სურათების გადმოწერა როგორ ხდება Google- დან, ჯერ ვინახავთ ,,დესქტოპზე", აუცილებლად ვარქმევთ სახელს და შემდეგ გადაგვაქვს სასურველ ადგილას,
- ვიმუშავეთ ბუკლეტების შექმნაზე, ჩამოვტვირთეთ სურათები და გავაფორმეთ ბუკლეტები თემის შესაბამისად
- შემდეგ გავეცანით "power point"-ში მუშაობის პრინციპებს: როგორ უნდა შევქმნათ "სლაიდები", ტექსტის ზომა რომ არ უნდა იყოს 18-ზე ნაკლები, 10 სლაიდზე მეტი რომ არაა სასურველი, რა დროს უნდა გამოვიყენოთ კლავიატურის F5 და Esc კლავიშები.
- მივიღეთ დავალება: 1) ბუკლეტების შექმნა უნდა დავასრულოთ, 2) პროექტის პრეზენტაცია სლაიდებით. 3) რეფლექსია მეხუთე დღის, 4) პროექტის შაბლონში შეფასების კრიტერიუმები გადავიტანოთ.
воскресенье, 22 февраля 2015 г.
დღე მეხუთე
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий